ეკა ბესელიამ „ნაციონალებს“ მათი ბიზნესწილები შეახსენა

   პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მათი ბიზნესწილები შეახსენა. როგორც ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ლიდერები ბიზნესწილებიდან მილიონობით ლარის მოგებას იღებდნენ. “მე მაქვს გიგი უგულავასთან დაკავშირებული ფაქტები, რომელმაც 13 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ასევე გიორგი ბარამიძეს მოგების სახით მიღებული აქვს 23 მილიონი ლარი, 25 მილიონი ლარი გივი თარგამაძემ მიიღო და აღსანიშნავია მერაბიშვილის ბიზნესშემოსავლები, ესენია 22-მდე ბიზნესკომპანია, საიდანაც მილიონობით ლარის მოგებას ნახულობდა. გვაქვს დოკუმენტაცია, სადაც საუბარია გიგა ბოკერიას ბიზნესწილებზე და ამ ფირმებს მილიონობით ლარი აქვს მიღებული”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები