ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულის აივანი ჩამოინგრა. აივანზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ნგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა, ისინი სამუშაოებზე დასაქმებული მუშები იყვნენ.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ორივე მათგანი ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კვლევები უტარდებათ. ერთ-ერთ მათგანს ტვინის შერყევა აქვს.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 240-ე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დროს უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობის მუხლით დაიწყო.