ახალ ზელანდიაში, ქალაქ კენტერბერში ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Sky News-ი იუწყება.
მდინარეებში წყლის დონემ აიწია, დანგრეული სამი ხიდი. ხელისუფლება იძულებული გახდა, დაეკეტა 19 გზა, სკოლები და ოფისები. ადგილობრივების შეფასებით, ეს ყველაზე დიდი ნალექია უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში.