ლაგოდეხში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ სარწყავ არხში გადავარდა, რის შემდეგაც ისევ სავალ ნაწილზე დაბრუნდა.

ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს კლინიკაში” გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები