“პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები ასაკობრივი სპექტრის მიხედვით აიცრებიან”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას განმარტავს, თუ რომელი ვაქცინით აიცრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

“პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები ასაკობრივი სპექტრის მიხედვით აიცრებიან. ვინც 55 წელს ქვემოთ არის, “სინოფარმით” აიცრება. ჩვენი რეკომენდაციაა, 55 წელს ზემოთ პირები აიცრან “ასტრაზენეკათი”, ეს არის საუკეთესო ვარიანტი ამ კონკრეტულ სიტუაციაში”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები