თამარ გაბუნია – 67 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზე: ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ ვაქცინაციის შემდგომ აღმოცენდა, შესწავლას ექვემდებარება, გვერდითი რეაქციების საბჭო ამ მოვლენასაც შეისწავლის

“ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ აღმოცენდა ვაქცინაციის შემდგომ რა თქმა უნდა, შესწავლას ექვემდებარება”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კითხვას, თბილისში 67 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას უკავშირდება თუ არა.

მისივე თქმით, გვერდითი რეაქციების საბჭო ამ მოვლენასაც შეისწავლის.

„ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ აღმოცენდა ვაქცინაციის შემდგომ, რა თქმა უნდა, შესწავლას ექვემდებარება. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ მაქვს, მაგრამ ჩვენი გვერდითი რეაქციების საბჭო ამ მოვლენასაც, რა თქმა უნდა, შეისწავლის და გვექნება დასკვნა მიზეზშედეგობრიობის შესახებ“, – განაცხდა გაბუნიამ.

ცნობისთვის, წინასწარი ინფორმაციით, თბილისში 67 წლის კაცმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები