თამარ გაბუნია: „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის გამოყოფილ დაწესებულებებს შესაძლოა, ამბულატორიული ქსელიც დაემატოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის გამოყოფილ დაწესებულებებს შესაძლოა, ამბულატორიული ქსელიც დაემატოს.

მისივე თქმით, ამბულატორიულ ქსელში „სინოფარმის“ გაკეთება უსაფრთხოდ არის შესაძლებელი.

„იმ ადგილების რაოდენობა, რომელიც იყო „სინოფარმისთვის“ გამოყოფილი, განსაკუთრებით – თბილისში, შეივსო. ჩვენ ამ კვირაში, ძალიან მალე, დღეს-ხვალ, კიდევ ვიმსჯელებთ და დავამატებთ დამატებით დაწესებულებებს. „სინოფარმი“ პოლიკლინიკურ დაწესებულებებში შესაძლებელია რომ ჩატარდეს, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია. პრაქტიკულად, არ არის ანაფილაქსიასთან დაკავშირებით რისკები გამოხატული. ამდენად, ამბულატორიულ ქსელში „სინოფარმის“ გაკეთება უსაფრთხოდ არის შესაძლებელი და დამატებით დაემატება ადგილები იმისთვის, რომ სწრაფად მოვიცვათ“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები