“სერპანტინის“ ხელმძღვანელობა თამაზაშვილის ოჯახთან რაიმე კავშირს უარყოფს

  საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია “სერპანტინში” კომპანია №9 ხიდების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მემკვიდრეა, რომელიც ჯერ კიდევ 1957 წელს შეიქმნა, – ამის შესახებ განმარტებას კომპანიის ხელმძღვანელობა აკეთებს.
“აღნიშნული სამმართველო სამუშაოებს აწარმოებდა მთელი საქართველოს მასშტაბით. აშენებული აქვს ხიდები აფხაზეთში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭაში, ქართლსა და კახეთში. მაშინდელი გეგმების მიხედვით, სამმართველოს წლიური გეგმა 4-5 მლნ მანეთს შეადგენდა. სამმართველოს ხელმძღვანელად 1986 წელს გივი ზედელაშვილი დაინიშნა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე (2000 წ.) იყო ამ სამმართველოს ხელმძღვანელი. №9 სამმართველოს მონაწილეობა აქვს მიღებული სომხეთში, სტიქიის შედეგად დანგრეული ნაგებობების აღდგენით სამუშაოებში, საჩხერესა და ჭიათურაში მიწისძვრით დანგრეული გზების აღდგენაში, სვანეთში წყალდიდობის შედეგად დანგრეული გზებისა და ხიდების აღდგენაში და ა.შ.
1990-იანი წლების ბოლოდან თითქმის 100%-ით შეწყვეტილი იყო სახელმწიფო დაფინანსება და ფაქტობრივად, ასეთი სამმართველოები უფუნქციოდ დარჩა. მაშინდელმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ზოგადად ასეთი საწარმოების პრივატიზების შესახებ და ყველა საგზაო სამმართველო მოხვდა პრივატიზების ნუსხაში. 2000 წელს №9 სამმართველოს თანამშრომლების მიერ ორგანიზაცია გამოსყიდულ იქნა აუქციონის წესით სახელმწიფოსგან შემდეგი წილებით: თამარ ჯანყარაშვილი _ 51%, ელდარ ხუცაიძე _ 31%, ტარიელ ამირანაშვილი _ 13%, ბადური შიუკაშვილი _ 5%.
თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2000 წლის 19 მაისის №34/4-266 სასამართლო რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,თელავის №9 საგზაო სამშენებლო-სარემონტო სამმართველო”, რომელიც 2004 წლის 12 თებერვალს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა როგორც შპს საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია.
2004 წლიდან განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რაშიც აქტიურად ჩაება კომპანია ,,სერპანტინი”, რომელმაც თანდათანობით განახორციელა კომპანიის გადაიარაღება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და სიმძლავრეების გაზრდა. 2007-2013 წლამდე კომპანიის ფინანსური ბრუნვა დღგ ჩათვლით ასე გამოიყურება: 2007 წ. _ 5. 322 673.2, 2008 წ. _ 4. 924 183.66, 2009 წ. _ 12 788 286.58, 2010წ. _ 15 928 580.46, 2011წ. _ 8 087 586.67, 2012წ. _ 14 694 168.3, 2013 წ. _ 14 136 201.6 კომპანია “სერპანტინი“ ერთ-ერთი კეთილსინდისიერი გადამხდელი ბიუჯეტთან მიმართებაში. შპს სერპანტინის“ ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ თამაზ თამაზაშვილს და მისი ოჯახის წევრებს აღნიშნულ ფირმასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია”, – აცხადებენ კომპანია “სერპანტინში. შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრის ოჯახში კორუფციაზე საუბრობს. როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, პრემიერის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა. მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს „სერპანტინმა“, რომლის 51%-ის მფლობელი შს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დის შვილის ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი თამარ ჯანყარაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები