22 აპრილის მონაცემებით, ჯამურად, 33 337 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამურად, 33 337 ადამიანი აიცრა.
“აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 226 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 688 ადამიანი.