მარიამ ქვრივიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიურ სესიაზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიურ სესიაზე, რომელსაც ასამბლეის თანათავმჯდომარეები – მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ, გაიმართა დებატები თემაზე: „პოსტკოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობისა და დემოკრატიზაციის პერსპექტივები”, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობვით, აღნიშნულ დებატებში მონაწილეობა მიიღო ასამბლეის დელეგაციის წევრმა საქართველოს პარლამენტიდან, მარიამ ქვრივიშვილმა. „ყველა ვთანხმდებით, რომ კოვიდ-19 არ არის მარტო გლობალური პანდემია, ეს არის ჯანდაცვის კრიზისი, რამაც გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადამწყვეტი ზომები, დონორი ორგანიზაციების, სტრატეგიული პარტნიორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით შეიმუშავა განახორციელა კოვიდ პანდემიის საპასუხო კომპლექსური პროგრამა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, წარმატებით შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა პანდემიის პირველი და მეორე ტალღის დროს”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმუნიზაციის პროცესზე, რაც საქართველოს ეროვნული პრიორიტეტი გახდა. „საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომლის შემუშავებაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული დაინტერესებული პირები. ეფექტური ვაქცინაციის პროცესი უზრუნველყოფილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კოვაქს პლატფორმის დახმარებით საქართველო მიღებს მოსახლების 20%-ის საკმარის ვაქცინას”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქტიური მოლაპარაკებები აქვს ვაქცინის მწარმოებლებთან, იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს საკმარისი რაოდენობის ვაქცინა და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია განახორციელოს. მარიამ ქვრივიშვილმა კოვიდ პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.