ბიძინა კულუმბეგოვი: საქართველოში ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია – ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „იმედის დილის“ ეთერში საუბრისას საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გამოთქვას იმუნიზაციის სურვილი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი პოპულაცია, რომელიც, სიკვდილობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა, არიან 55-60 წელს გადაცილებული ადამიანები. რაც უფრო მეტად გვემატება წლები, მეტია სიკვდილის რისკი. საქართველოში 55 წელს გადაცილებული, დაახლოებით, 1 100 000 ადამიანი. აქედან, ვაქცინა მხოლოდ 2%-ზე ცოტა მეტს აქვს ვაქცინა გაკეთებული. ამაზე ყველაფერმა ერთად იმოქმედა, დააკლდა საინფორმაციო კამპანია, ექთნის გარდაცვალება… ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია. ჯერჯერობით, ეს ასეა და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს”, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები