ამირან გამყრელიძე: მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო Pfizer-თან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზე აქტიურად მუშაობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო Pfizer-თან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზე აქტიურად მუშაობს.
მისივე თქმით, ზუსტი თარიღი, თუ როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინა, ჯერჯერობით, უცნობია.
„ლაპარაკია მილიონ დოზაზე, ეს ოფიციალურად შეეკვეთა Pfizer-ს. მაგრამ ზუსტი თუ დაახლოებითი თარიღი, თუ როდის ან რა ეტაპობრიობით შეიძლება, მოვიდეს ეს დოზები, ჯერ არ არის. ვიცით მხოლოდ ის, რომ ივნისში Pfizer-ის გარკვეული დოზები ისევ COVAX-ით შემოვა, მაგრამ – ძალიან ლიმიტირებული დოზები“, – განაცხადა გამყრელიძემ.