საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირებს, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინაცინით უკვე აიცრნენ, შესაბამისი ინტერვალის გასვლის შემდეგ უსაფრთხოდ შეუძლიათ, მიიღონ ვაქცინის მეორე დოზაც.

,,საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება, რადგან 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი საკმაოდ ფართოა.

ევროპის წამლის სააგენტომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელეს ინფორმაცია AstraZeneca-სთან დაკავშირებით შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ. ექსპერტების კომიტეტმა ორივე ორგანიზაციაში დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ AstraZeneca-სთან დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა, გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ვაქცინაცია 15 693 ადამიანს ჩაუტარდა.

ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება.
http://stratcom.gov.ge/s/fe7d8
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე – კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია:
https://fb.watch/4c2mI8hKtj/
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები