ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 55 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არ გამოიყენონ.

მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მარტივი არ არის, თუმცა, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე მნიშვნელოვანია.

„ევროპის წამლის სააგენტოს მიერ სავალდებულო გახდა, რომ ეს გვერდითი მოვლენა დაფიქსირებულიყო ოფიციალურად. „ასტრაზენეკას“ კვლევების მიღმა ჰქონდა აღმოჩენილი ანაფილაქსია და ალერგია, ახლა დაემატა შესაძლო თრომბოზული რისკის გამოწვევა, რომელიც ერთ-ერთ გვერდით მოვლენად დაფიქსირდა. არსებული კვლევებით, ეს არის დაახლოებით 250 ათასი ადამიანიდან ერთ შემთხვევაში. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვაქცინაციის საბჭომ იმსჯელა ამ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, რადგან ქვეყანას არ აქვს სხვა ვაქცინის რესურსი, რაც ძალიან რთული საკითხია, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები