გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი ქალი და სამი მცირეწლოვანია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.
ექიმის, ვიტალი სავანელის ინფორმაციით, ხუთ წლამდე ასაკის სამი ბავშვისა და ორი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შშს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.