ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციის პროცესმა ქვეყანაში ეპიდემია უნდა დაასრულოს

“ვაქცინაციის პროცესმა ქვეყანაში ეპიდემია უნდა დაასრულოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან კოლეგებს მაგალითის მიცემისთვის მადლობა გადაუხადა.

“მადლობა ყველას, ვინც დღეს ამ მაგალითს იძლევა, ამ პროცესმა უნდა დაასრულოს ქვეყანაში ეპიდემია. მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს კოლეგებს, მათ, ვინც ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს კოვიდ19-თან ბრძოლაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო. საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. კორონავირუსის ვაქცინა, პირველ ყოვლისა, განკუთვნილია სწორედ სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის, ხოლო შემდეგ რისკჯგუფში შემავალი სხვა პირებისთვის.

ვაქცინაცია დღეს თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში იწყება, ხოლო 17 მარტიდან პრაქტიკულად ყველა რაიონში განხორციელდება. როგორც აღინიშნა, ჯამურად, ვაქცინაცია 89 რაიონში ჩატარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები