ძლიერი ქარი და ნისლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 მარტიდან 17 მარტამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ქარი (30მ/წმ-დე).
მათივე ინფორმაციით, მთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.