საქართველოში ამინდი გაუარესდება
ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება.
როგორც “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში – ნალექი, მთაში თოვლი, ბარში კი – თოვლჭყაპი.
მათივე ინფორმაციით, 13 მარტს ნალექი შეწყდება, 15 მარტის ჩათვლით კი ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.