ალეკო ელისაშვილი: სამარცხვინოა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი უცხოელების გარეშე არ შეგვიძლია, კიდევ კარგი, მთლად ერთმანეთის ანაბარა არ ვართ მიტოვებული

„სამარცხვინოა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების და უცხოელების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ, კიდევ კარგი, რომ მთლად ერთმანეთის პირისპირ და ანაბარა არ ვართ მიტოვებული და გვეხმარებიან ამაში”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს რაც პარლამენტის გარშემო ხდება, ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო.

„რა თქმა უნდა, სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლებისა და უცხოელების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ, კიდევ კარგი, რომ მთლად ერთმანეთის პირისპირ და ანაბარა არ ვართ მიტოვებული და გვეხმარებიან ამაში. სულ ვფიქრობ ხოლმე, იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებში ასეთი მეგობრები რომ გვყოლოდნენ, წარმოვიდგინოთ, როგორი ქვეყანა ვიქნებოდით დღეს. მაგრამ რაც არის, ის არის. მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში და გულისტკივილით ვიტყვი, უბრალოდ, რომ დღეს რაც პარლამენტის გარშემო ხდება, ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. ჩვენ იქ შევთანხმდით, რომ ორმხრივად შეწყდება პროვოკაციები, ორმხრივად შერბილდება ტონი, ორმხრივად შევიკავებთ თავს შეურაცხმყოფელი გამოხტომებისგან, შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან და კარგი იქნება, რომ ეს ორმხრივად გავიაზროთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები