„რასაც „ნაციონალური მოძრაობა„ მედიის სექტორში აკეთებდა, არასწორი იყო"

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორს მიაჩნია, რომ რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მედია სექტორში აკეთებდა, არასწორი იყო, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს ეთერში, გადაცემა „პოზიცია“-ში სტუმრობისას  განაცხადა.
„რასაც „ნაციონალური მოძრაობა„ მედიის სექტორში აკეთებდა, პირდაპირ გეტყვით და ვიტყვი გახსნილად, რომ არასწორი იყო. ვფიქრობ, რომ ამით თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან სერიოზული ზიანი მიიღო და არა მხოლოდ მათ, არამედ ძალიან სერიოზული ზიანი მიიღო თავად ქვეყანამ და მედიამაც,“ – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები