სი ძინპინი – ბაიდენს: ჩინეთისა და აშშ-ის დაპირისპირების შემთხვევაში მსოფლიოს კატასტროფა ელოდება
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროს სი ძინპინმა თქვა, რომ აშშ-ისა და ჩინეთის დაპირისპირების შემთხვევაში მსოფლიოს გარდაუვალი კატასტროფა ელოდება.
სი ძინპინის სიტყვებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ციტირებს.
მისი თქმით, პეკინისა და ვაშინგტონის ორმხრივ ურთიერთობებში ერთადერთი არჩევანი თანამშრომლობაა.
“ჩინეთ-ამერიკული თანამშრომლობა სახარბიელოა როგორც აშშ-სთვის, ისე – ჩინეთისთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის. ჩინეთისა და აშშ-ის დაპირისპირება ორივე ქვეყნისთვის, ასევე მსოფლიოსთვის კატასტროფას ნიშნავს”, – თქვა მან.
მისივე თქმით, ზოგიერთ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მხარეებმა უთანხმოება უნდა მოაგვარონ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და შეეცადონ, თავი აარიდოს მცდარ მოსაზრებებს და გათვლებს.
სი ძინპინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი.
“თქვენ ამბობდით, რომ აშშ-ის, როგორც ქვეყნის ყველაზე დიდი განსხვავება შესაძლებლობებშია. ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებლობა იქნება მიმართული ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე”, – თქვა სი ძინპინმა.