1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2995 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2969 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0026 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9973 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9982 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.