ეკა ბესელია: „მოქალაქე“ ძალიან მალე წამყვან პოზიციაზე იქნება

  ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება. ეკა ბესელიას შეფასებით, ორგანიზაცია „მოქალაქე“ თავისი საქმიანობით უახლოეს პერიოდში წამყვან პოზიციაზე აღმოჩნდება.
“ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება გარდამტეხი და სრულიად მოკლე დროში მოსალოდნელია საოცარი ცვლილებების პროცესი, რომელშიც ის წამყვან პოზიციაზე იქნება. მე კარგად ვიცნობ ბატონ ბიძინას, მის მართლა უნიკალურ შესაძლებლობებს და თვისებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ პირველ რიგში სწორედ ამ სტანდარტების მომთხოვნი და მატარებელი იქნება, რომ გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები