ხვალ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ყრილობას გამართავს
16 იანვარს, 14.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ყრილობას გამართავს
ყრილობა გაიმართება საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია” და გადაიცემა პირდაპირი ეთერით, რომლის პარამეტრები მედიას მიეწოდება.
აკრედიტაციები გაიცემა ადგილზე, 12.00 საათიდან
მისამართი: წერეთლის გამზირი, 118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია”, მე-11 პავილიონი