ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ

ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ. ამის შესახებ ევროკომისიის სახელზე გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.

ევროკავშირის 13 სახელმწიფო მოუწოდებს, ევროკავშირს შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას გაუადვილებს.

„ეს მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი იქნება, რომელსაც პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობები და ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება დააფასებს“, – ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერს აღმოსავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფოსა და ასევე შვედეთის, დანიის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

აღმოსავლეთ პარტნიორების პროგრამის წევრები საქართველოს გარდა არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები