კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 743 თბილისში, 115 აჭარაში, 301 კი იმერეთში გამოვლინდა

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 743 თბილისში, 115 აჭარაში, 301 კი იმერეთში დაფიქსირდა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის სხვა შემთხვევები დანარჩენ რეგიონებზე ნაწილდება.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 074 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 118 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 225 893-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 210 445-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 481 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა – 115, იმერეთი – 301, ქვემო ქართლი – 123, შიდა ქართლი – 100, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 138, კახეთი – 107, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8″, -განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები