ლევან ბოძაშვილი: პრემიერმა განაცხადა, რომ საჭიროა ამერიკის მეტი წარმომადგენლობა საქართველოში, ეს მნიშვნელოვანი განაცხადია

უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, ლევან ბოძაშვილმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა.

მისი თქმით, პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საჭიროა ამერიკის მეტი წარმომადგენლობა საქართველოში, რაც  მნიშვნელოვანი განაცხადია.

,,ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ ვერ ახერხებს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთთან დიალოგს პარტნორების შუამავლობის გარეშე. ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე ვერც პოლიტიკური პროცესი განვითარდა და ვერც  – პოლიტიკური კლასი. ამას პირდაპირ ხომ არავინ გვეტყოდა, ზოგადი დიპლომატიური განცხადებები გააკეთეს”, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

კითხვაზე, რა საკითხები შეიძლება, განეხილათ მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას, რასაც საჯარო განცხადებები არ მოჰყოლია, ბოძაშვილმა უპასუხა, რომ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ვიზიტებიდან ერთობლივი განცხადებები არ გაკეთებულა.

,,ფარული მოლაპარაკება ასეთ ვიზიტს ყოველთვის მოსდევს. არ ვიცი, დააკვირდით თუ არა, ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტებიდან ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ერთობლივი განცხადებები არ გაკეთებულა. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი საკითხი დახურულ ფორმატში განიხილეს. თუმცა, პრემიერმა განაცხადა, რომ საჭიროა ამერიკის მეტი წარმომადგენლობა საქართველოში, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი განაცხადია”, – აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები