თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე, საოლქო კომისიებთან ერთდროულად ოპოზიციის რამდენიმე აქცია მიმდინარეობს
თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე, საოლქო კომისიებთან ერთდორულად ოპოზიციის რამდენიმე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შეკრებილნი არიან გლდანში, სადაც მე-10 საარჩევნო კომისიში შემაჯამებელი ოქმი იწერება.
აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვენ. მათ აქვთ პლაკატები: „მონობა“, „ბიძინას პირადი ნოტარიუსი“, „ჟვანია ციხეში“.
ასევე, პროტესტი მიმდინარეობს ვაკის საოლქო კომისიაში, სადაც შემაჯამებელი ოქმები უნდა გამოქვეყნდეს. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ დაუშვებენ, რომ საბოლოოდ მოხდეს უკანონობის გაფორმება.
კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს ნაძალადევის რაიონში, სადაც „ლეიბორისტული პარტიისა” და „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან. ისინი მათი წარმომადგენლის შენობაში შეშვებას ითხოვენ, თუმცა, პოლიცია ნებას არ რთავს. პროტესტანტების თქმით, ისინი არ გაჩერდებიან და ბოლომდე იდგებიან აქციაზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ისანში, საოლქო კომისიასთან, სადაც, აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, პოლიციამ „ნაცმოძრაობის“ წევრი – ბესიკ გაზდელიანი დააკავა.