“პირბადის ტარება ქვეყანაში არის სავალდებულო დახურულ შენობებში და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც”

“8 თვის შემდეგ, რაც მსოფლიოში მძვინვარებს პანდემია, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მეთოდი ვერ მოიგონეს, ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება არის სავალდებულო და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ.

„ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, რითაც ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავი და ახლობლები. მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება ქვეყანაში არის სავალდებულო დახურულ შენობებში და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც. ეს არ არის რთული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მინიმუმ ერთი წელი პირბადე იქნება ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს წესების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა.

„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე, ყველა ორგანიზაციას, მათ შორის, კერძო ორგანიზაციებს, დაიცვან ეს წესები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სავაჭრო დაწესებულებებს”, – განაცხადაგიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები