ნინო წილოსანი: გერმანიის პოლიციამ 170-ზე მეტი პირის სახლი გაჩხრიკა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ინტერნეტში ე.წ. „სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში, იქნებ ოდესმე დადგეს დრო და გერმანიის ელჩმა დადებითად შეაფასოს იდენტური სტანდარტები საქართველოში

როგორც ჩანს, გერმანიაში პოლიტიკოსების შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება საკმაოდ მკაცრად ისჯება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს, რომელიც გერმანიის პოლიციის მიერ “სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი 170-ზე მეტი პირის სახლის ჩხრეკის თაობაზე აზიარებს ინფორმაციას.

წილოსანი იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როდესაც გერმანიის ელჩი საქართველოში დანერგილ იდენტურ სტანდარტს დადებითად შეაფასებს.

“გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 170-ზე მეტი პირის სახლი გაჩხრიკა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ინტერნეტში ე.წ. „სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში

როგორც ჩანს, გერმანიაში პოლიტიკოსების შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება საკმაოდ მკაცრად ისჯება. იქნებ ოდესმე დადგეს დრო და გერმანიის ელჩმა დადებითად შეაფასოს იდენტური სტანდარტები საქართველოში…” – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები