თეთრიწყაროში აფხაზეთის ომის გმირებს პატივი მიაგეს
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორთტან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და დაბა მანგლისში ომში გარდაცვლილ მებრძოლთა საფლავები.
დღეს, სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი გავიდა. ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს!”,- ნათქვამია განცხადებაში.