გიორგი ვაშაძემ და მოძრაობა „გაბედემ” Facebook-ზე ყალბი ფოტო გაავრცელეს
„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და მოძრაობა „გაბედემ” სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაავრცელეს ყალბი ფოტოსურათი, რომელზეც „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და პრემიერი, გიორგი გახარია არიან გამოსახული.
„აი, ამ ანტისახელმწიფოებრივი ხალხის ხელშია დღეს საქართველო! გამოვფხიზლდეთ! დავიწყოთ აღმშენებლობა და დავასრულოთ ეს სისაძაგლე!”, – წერს ვაშაძე და თან ურთავს აღნიშნულ ფოტოსურათს.
მოძრაობა „გაბედე” კი იმავე ფოტოს ტექსტით – „დიდი სითბო” ასათაურებს.