“სომხეთის აგრესიული პოლიტიკა უპასუხოდ არ დარჩება” – თურქეთის საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის გახსნას გამოეხმაურა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს ცეცხლის გახსნას გამოეხმაურა.

​უწყება აზერბაიჯანის “თოუზის რაიონზე სომხეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმას მტკიცედ გმობს და აზერბაიჯანის მთავრობასა და მოძმე ერს უსამძიმრებს სამხედროების დაღუპვის გამო. აზერბაიჯანის მიერ იერიშის მოგერიება ნათელი მაგალითია იმისა, რომ სომხეთის აგრესიული პოლიტიკა უპასუხოდ არ დარჩება”.

ასევე, ნათქვამია, რომ სომხურმა მხარემ მსგავს სახიფათო ტაქტიკაზე უარი უნდა თქვას და აირჩიოს გონივრული და სამართლებრივი გზა.

“თურქეთი აზერბაიჯანს მხარს მომავალშიც დაუჭერს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების ბრძოლაში”, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თოვუზთან 12 ივლისს მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები