24 ივნისს ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შპს „ჯავახავტოგზის“, მიერ 2020 წლის 23 ივნისს საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ33-კმ66 მონაკვეთზე დაგეგმილი. ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდის სამუშაოები სრულად ვერ მოესწრო, რის გამოც აღნიშნული სამუშაოები კმ43-კმ66 მონაკვეთზე 24 ივნისს განხორციელდება, რის გამოც, სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დღის განმავლობაში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20-წუთიანი ინტერვალებით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.