საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა – 46 პაციენტი გამოჯანმრთელებულია
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
კორონავირუსისგან ამ დრომდე გამოჯანმრთელებულია 46 მოქალაქე. გარდაცვლილია სამი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.