გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში “კომენდანტის საათის” დარღვევის სამი ფაქტი დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში “კომენდანტის საათის” დარღვევის სამი ფაქტი დაფიქსირდა, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას” ფოთის მერიაში განუცხადეს.
„გასული ღამის განმავლობაში, “კომენდანტის საათის” დარღვევის გამო, სამი პირი დაჯარიმდა. ფოთის მერია მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – აღნიშნავენ ფოთის მერიაში.
COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად, საქართველოს მთავრობამ სამეგრელოს რეგიონში კონტროლი 29 მარტიდან გაამკაცრა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება 30 მარტს  მიიღო და 31 მარტის დილის 08:00 საათიდან საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.
ცნობისთვის, ბლოკპოსტები ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელ-გასასვლელებთანაა განთავსებული, სადაც მოქალაქეებს თერმულსკრინინგს უტარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები