საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა – 27 გამოჯანმრთელებულია
საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.