თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2433-მდე გაიზარდა, 59 ლეტალური შემთხვევაა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2433-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 59-ს მიაღწია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ Twitter-ის გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, გასულ დღე-ღამეში 5035 ტესტი გაკეთდა, მათგან 561 იყო დადებითი.

ამასთან, ვირუსის დამარცხება 26-მა პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები