ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ადმინისტრაციული შენობის წინ პარკში გაიმართა.

ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

,,საზოგადოების წინაშე კულტურის ცენტრთან არსებული ჯგუფებისა და სამუსიკო სკოლების აღსაზრდელები წარდგნენ.

პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ.

სხვადასხვა გასართობ აქტივობებთან ერთად, მოეწყო ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა და სახეზე მოხატვა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ მიულოცეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები