საქპატენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ თბილისის №30 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ.

ღონისძიება საქპატენტსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე საქპატენტის თანამშრომლებმა პატარებს დღესასწაული მიულოცეს და ბავშვებისთვის შეთავაზებულ სახალისო აქტივობებში ჩაერთვნენ. პატარების გართობაზე იზრუნეს მხიარულმა ანიმატორებმა და ბავშვებისთვის საყვარელმა გმირებმა – ლოლიმ და ასტრონავტმა.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მხიარულებას შეუერთდნენ საქპატენტის თანამშრომლების სკოლამდელი ასაკის ოჯახის წევრებიც. პატარებმა ერთად გაართვეს თავი მხიარულ გამოცანებსა თუ მრავალფეროვან თამაშებს. სადღესასწაულო განწყობას, ასევე, სახის მოხატვის პროცესი და საბავშვო სიმღერების შესრულება ქმნიდა. ღონისძიების დასასრულს პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები