მედია: ისრაელმა სირიის სანაპირო ქალაქების, ლატაკიისა და ტარტუსის მახლობლად სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
ისრაელმა სირიის სანაპირო ქალაქების, ლატაკიისა და ტარტუსის მახლობლად სამხედრო ობიექტებზე იერიშები განახორციელა. ამის შესახებ სირიული მედია იუწყება.
ისრაელის თავდაცვის ძალებისგან აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
როგორც უცხოური მედია წერს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც 3 მაისის შემდეგ სირიაში ისრაელის საჰაერო დარტყმები კვლავ განხორციელდა.