“ხალხმაც კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს არასოდეს თავისი პირადი ინტერესი არ დაუყენებია სახელმწიფო ინტერესზე მაღლა” – ვოლსკი
“როდესაც საელჩო – წინა ელჩი, ახლანდელი ელჩი, გარკვეულ ინტენსიურ მოლაპარაკებებშია ოპოზიციურ ჯგუფებთან, მით უმეტეს, ასეთი ექსტრემისტული გამოვლინებების ფონზე, გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს ჰქონდა ადგილი წინა ადმინისტრაციის დროს”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
„განცხადება ორაზროვნებას შეიცავს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის და საქართველოს შორის არსებობს რაღაც გადაუწყვეტელი პრობლემები და იმ შემთხვევაში, რომ ბიძინა ივანიშვილს დაწესებული აქვს ეს ფორმალური და არაფორმალური აბსოლუტურად უსამართლო სანქციები, ამ ვითარებაში არასერიოზული იქნებოდა ამ თემებზე რაღაც მოლაპარაკებების გამართვა.
ხალხმაც კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს არასოდეს თავისი პირადი ინტერესი არ დაუყენებია სახელმწიფო ინტერესზე მაღლა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
აშშ-ის საელჩო საქართველოში „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.