ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხულოში სხვადასხვა გასართობი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღნიშნეს

default

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხულოში სხვადასხვა გასართობი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კონცერტი, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლისა და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

მოეწყო ზღაპრის გმირების შოუ პროგრამა, განთავსდა დეკორაციული სივრცეები ფოტო სესიისთვის.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ჯამბულატ მელაძე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები