ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ბოლნისის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ბოლნისში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ბავშვთა გასართობი სივრცე, ატრაქციონები, ბატუტი, საქანელები, საპნის ბუშტების, ქიმიური შოუ მოეწყო, ასევე, გაიმართა კოსტიუმირებული მსვლელობა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.
“ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული საესტრადო ანსამბლი „იმედი“ და სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით წარდგა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – წერია ინფორმაციაში.