ლევან რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

“ჩვენს კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და, ამ ეტაპზე, სულ 2 პაციენტი არის კრიტიკულ მდგომარეობაში”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

“რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, 62 წლის ქალი. ასევე, 11 პაციენტი გვყავდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. პაციენტი, სუნთქვის უკმარისობის გამო, მწვავე რესპირატორული უკმარისობის გამო მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი. ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ ორი კრიტიკული პაციენტი გვყავს”, – განმარტა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები