სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, რესპუბლიკაში ვირუსით 8 ადამიანია ინფიცირებული.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ქალაქ ცეხკაძორში კარანტინზე 98 ადამიანი იმყოფება, რომელიც ადგილზე აეროპორტიდან თეირანი–ერევნის რეისიდან მიიყვანეს მას შემდეგ, რაც ერთ მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მინისტრის თქმით, დღეს გახდება ცნობილი, აქვთ თუ არა რეისის დანარჩენ მგზავრებს COVID-19.