ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს გაგზავნილი 5 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია. ლუგარის ლაბორატორიის დასკვნით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ მოაწოდა.

“5 პაციენტის მონაცემები იქნა გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მივიღეთ პასუხები და არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა“, -განაცხადა თემურ ნადირაძე.

ცნობისთვის, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტი იტალიიდან არის ჩამოსული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები