​კარლო კოპალიანი: გადით, გაიარეთ ჰიპერმარკეტებში, შედით ბაზარში, ვერ გაივლით ფიზიკურად, თუ ხალხს ფული არ აქვს და უჭირს, ბაზარში ვერ შევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობა არ არის. მისი თქმით, მოსახლეობა “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში იმაზე გაცილებით უკეთ ცხოვრობს, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში.

“ხალხს “ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხოვრებს ისეთ პირობებში, რომელზე წარმოდგენა 7 წლის წინ წარმოუდგენელი ამბავი იყო. უბრალოდ, ვერც წარმოვიდგენდით. არ არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს არის ნარატივი. ეს არის აპოკალიფსის დახატვა რომ უნდათ ზოგიერთებს და არ გამოსდით, მეტი არაფერია. გადით, გაიარეთ ჰიპერმარკეტებში, შედით ბაზარში, ვერ გაივლით ფიზიკურად, თუ ხალხს ფული არ აქვს და უჭირს, ბაზარში ვერ შევა. თუმცა, რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმაში, რომ არის სოციალური შეჭირვებული ფენა,“ – განაცხადა კოპალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები