ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
27 დეკემბერს, დღის ბოლოდან 28 დეკემბრის დილამდე საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია ქარის გაძლერება და 3-4 ბალიანი ღელვა.
28 და 29 დეკემბერს ღამის საათებში მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.