ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათების სამუშაოები დასრულდა
ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე 18 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სანათები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2018 წლის ივნისში გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ განათების სამუშაოები, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პერიოდში მიღებული ეკონომიიდან დაფინანსდა. სამუშაოები, კომპანია „Sinohydro Corporation limited“-ის ქვეკონტრაქტორმა შპს „ჯავამ“ შეასრულა დასამუშაოების ღირებულებამ 4.3 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ დროისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის ორივე მონაკვეთზე, რომლთა სიგრძე ჯამში 31.7 კმ-ია, გარე განათება მოწყობილია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება ღამის საათებში გაცილებით უსაფრთხოდ და კომფორტულად არის შესაძლებელი.